20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
„პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც ძალიან მკაცრი შეფასებები მიეცემა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს," - არჩილ თალაკვაძე

საპარალამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა ცხინვალში მომხდარი ფაქტის ობიექტური და დროული გამოძიება იქნება. უმრავლესობის ლიდერის თქმით, მომხდარს რეზოლუციაში მკაცრი შეფასება მიეცემა. მმართველი გუნდი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც ძალიან მკაცრი შეფასებები მიეცემა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, ასევე ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მივცემთ ჩვენ შეფასებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ამ რეზოლუციაში ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ამასთან დაკავშირებით, რასაც ბუნებრივია, შემდგომში მოჰყვება ის, რომ ადრე თუ გვიან დამნაშავე პირები მიეცემიან პასუხისგებაში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები