06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
დონალდ ტრამპი კონგრესმენების კრიტიკის ობიექტი გახდა

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდა კონგრესმენების კრიტიკის ობიექტი. ამჯერად კანონმდებლების გაღიზიანება პრეზიდენტის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მუდმივ მმართველობას ეხება.

CNN-ის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის დონორების შეკრებაზე დონალდ ტრამპმა ჩინეთის ახალ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყნის მეთაურისთვის მმართველობის ვადების შეზღუდვის გაუქმებას გულისხმობს.

ჟურნალისტების ცნობით, ტრამპმა ჩინეთის ლიდერი ასეთი მიდგომისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა ოდესმე ამერიკელებმაც გადადგან. მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, იხუმრა, თუმცა ვეტერანმა კონგრესმენებმა ეს განცხადება სერიოზულად აღიქვეს. რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ მარადიულ მმართველობაზე საუბარი, თუნდაც ხუმრობით, პრეზიდენტის მხრიდან ყველაზე ანტი-ამერიკული და არადემოკრატიული საქციელია.

დღის ამბები