06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
სროლა თეთრ სახლთან-საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში უსაფრთხოება გააძლიერა

ამერიკელი სამართალდამცველები თეთრ სახლთან მომხდარ სროლას იძიებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად რამდენიმე გასროლის ხმა საღამოს გაისმა. ინცინდენტის ამსახველი მომენტი თვითმხილველებმა გადაიღეს. სროლის დროს დონალდ ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში უსაფრთხოება გააძლიერა და შენობის სრული ევაკუაცია მოახდინა. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. ძალოვანების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სუიციდის შემთხვევას. მედიის ცნობით, გასროლა შუახნის მამაკაცმა განახორციელა, რომელსაც დემონსტრაციული თვითმკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პოლიციამ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება მის ვინაობას და დანაშაულის მოტივს არ ასახელებს. ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ დემონსტრაციულ თვითმკვლელობას პოლიტიკური გზავნილიც ჰქონდეს.

დღის ამბები