06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა 18 მარტის არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო 

ვლადიმერ პუტინი მმართველობის დათმობას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტმა 18 მარტის არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო და მასშტაბური წინასაარჩევნო ღონისძიება მოსკოვში ”ლუჟნიკის” სტადიონზე გამართა. მან საკუთარ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და უკეთეს მომავალს დაჰპირდა. გამოსვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა სცენაზე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

პრეზიდენტის მხარდამჭერ აქცია-კონცერტში მონაწილეობა რუსეთის კინოს, შოუ ბიზნესისა და სპორტის ვარსკვლავებმა მიიღეს. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შესახვედრად ლუჟნიკის სტადიონზე 130 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ოპოზიციონერი ბლოგერები წერენ, რომ ხელისუფლებამ აუდიტორია იძულებით შეკრიბა. მათი ინფორმაციით, მაღალჩინოსნები თანამშრომლებს აქცია-კონცერტზე დასწრებას აიძულებდნენ, ნაწილს კი ფულს უხდიდნენ.

დღის ამბები