06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
არჩევნები იტალიაში-მოსახლეობამ ქვეყნის პარლამენტი უნდა აირჩიოს

იტალიელები დღეს პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და ღამის 11:00 საათზე დაიხურება. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის შემადგენლობა უნდა განსაზღვროს და  ქვედა პალატის 630 დეპუტატი და ზედა პალატის 315 სენატორი აირჩიოს. მანდატების მოსაპოვებლად 31 პარტიის წარმომადგენელი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების თანახმად, ყველაზე დიდი მხარდაჭერა "მოძრაობა ხუთ ვარსკვლავს" და სილვიო ბერლუსკონის კოალიციას აქვთ. თავად ბერლუსკონი ნასამართლეობის გამო თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს, სწორედ ამიტომ მან იტალიის პრემიერობის კანდიდატი წინასწარ დაასახელა. მან ეს თანამდებობა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს ანტონიო ტაიანის შესთავაზა და მისგან თანხმობაც მიიღო. 

დღის ამბები