06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
მოდის კვირეული პარიზში - პოდიუმი Elie Saab-ის მოდელებმა დაიკავეს

პარიზში მოდის კვირეული გრძელდება. Fashion Week-ის მეხუთე დღეს პოდიუმი Elie Saab-ის მოდელებმა დაიკავეს. მოდის ექსპერტების შეფასებით ლიბანელი დიზაინერის ნამუშევრები ტრადიციულად გამროჩეული და ელეგანტურია. Elie Saab-მა შემოდგომა- ზამთრის კოლექცია ვიქტორიანული ეპოქის სტილის ელემენტებით შექმნა.

დიზაინერმა ელეგანტური საღამოს კაბებისთვის ძირითადად მუქი ფერის ქსოვილები გამოიყენა - მაქმანები და ბისერები კი სააბის სამოსის განუყრელი ნაწილი გახდა. Saab-ის მოდის სახლის დეფილეს პარიზში შოუ-ბიზნესის და კინოს ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მოდის კვირეული პარიზში კიდევ 2 დღეს გაგრძელდება და 6 მარტს დაიხურება.

დღის ამბები