20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი - ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ეხმაურება 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ მიმართვას, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრაიმერის მეშვეობით საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს,  თბილისში პოლიტიკური პარტიები ეხმიანებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ოპოზიციაში ერთიანობის მისაღწევად. თუ ყველაფერი კეთდება ერთიანობისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად და შენ ამ ერთობაში არ შემოდიხარ, გასაგებია - მეორე ტურების მოშველიებით თავს ვერ გაიმართლებ,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კონსულტაციების დასაწყებად მზად არიან.

„ჩვენ ნაციონალური მოძრაობა, მთავარი ოპოზიციური ძალა მზად ვართ, როგორც თანასწორი შევიდეთ კონსულტაციებში ნებისმიერ პოლიტიკურ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიასთან,“-აცხადებს ნიკა მელია.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ”ევროპული საქართველოს ” წარმომადგენელებს.

მათ მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წარმატებას მხოლოდ კანდიდატების სიმრავლით მიაღწევენ.

„რაც მეტი კანდიდატი მიიღებს პირველ ტურში მონაწილეობას და რაც მეტ საპროტესტო ამომრჩეველს მოვიყვანთ, მეტი შესაძლებლობაა, რომ ხელისუფლება დავამარცხოთ. ხოლო რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა მეორე ტურში ძალიან მკაფიოდ პროდასავლურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერის გზით ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები