19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ გამწესება - ნაზი ჯანეზაშვილი კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს. საქმე ეხება კანონის იმ ნორმას, რომელიც არ განმარტავს - აქვს თუ არა უფლება მოსამართლეს უარის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უვადოდ გამწესების მოთხოვნით, კიდევ ერთხელ მიმართოს.  

ნაზი ჯანეზაშვილი საკითხის დაყენებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომაზე გეგმავს.

„კანონში არ არის ნათლად ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოსამართლეებს აქვთ თუ არა კიდევ უფლება, რომ მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებაზე, თუკი მათ ექნებათ უარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ეს  საკითხი  აქტუალური გახდა მაშინ როდესაც, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ხელს არ აწერდა მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილებას და რომელიც მან ახსნა იმით, რომ სწორედ კანონის ბუნდოვანების გამო ის არ იღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღესვე საბჭოს წევრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის არჩევაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები