06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ს საელჩო ანკარაში დროებით დაიხურა

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ანკარაში, უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურება.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება 5 მარტს მომსახურებას წყვეტს.

მუშაობის აღდგენამდე საელჩო მოქალაქეებს მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაში მოემსახურება.

ხელმისაწვდომი იქნება ცხელი ხაზიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღადგენს საელჩო მუშაობას.

 

დღის ამბები