06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
აფეთქებას პოლონეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსი.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველებმა ნანგრევებიდან 24 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები