06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
გარი ოლდმანი და ფრენსის მაკდორმანი ოსკარის მფლობელები გახდნენ


ლოს-ანჟელესში ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა.

საიუბილეო ღონისძიება ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ქიმელი უძღვებოდა.

კინო-აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად გილერმო დელ ტოროს ,,წყლის ფორმა"" დაასახელა. ამავე სურათისთვის დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მოიპოვა. ,,წყლის ფორმამ"" სულ 4 ოსკარი მიიღო.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში ,,ბნელი საათი"" გარი ოლდმანი დაჯიდოვდა. ეს მისი პირველი ოსკარია.

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება ფრენსის მაკდორმანს გადაეცა, სურათისთვის ,,სამი ბილბორდი ებინგის მიღმა, მისურიში"".

კინო-ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ვარსკვლავებმა ჰოლივუდში ტრადიციულ წვეულებაზე გადაინაცვლეს.

დღის ამბები