პარლამენტის თავმჯდომარე თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანია გატარდეს რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რომ საქართველოში თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს.
კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია არის ეფექტური დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედი.
მისივე თქმით, სწორი ტერიტორიული მართვის სიტემის ფორმირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას.
,,დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატიული სისტემა, ჩამოყალიბდეს სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად,- აქედან გამომდინარე ორმაგია დეცენტრალიზაციის როლი“-განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის წევრებმა პარლამენტში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფცია წარადგინეს.