20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - დიპლომატიური კორპუსი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპირებულ ცხინვალში - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დროულად უნდა მოხდეს ცხედრის გადმოსვენება.

გარდა ამისა, ნილ სკოტი მიმართავს დეფაქტო ხელისუფლებას, დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლება. 

„ასევე, მოვუწოდებთ, რომ დანარჩენი ორი მოქალაქეც გაათავისუფლონ. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრესი არის და შედეგსაც მალე მივიღებთ,“ - აცხადებს ნილს სკოტი.

აღნიშნულ საკითხზე დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერი.

შვეიცარიის ელჩი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მათ რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

დღის ამბები