20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
სოფელ წრომის მოსახლეობა უწყლოობას უჩივის - ნიკა მელია ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სოფელში მთავარი პრობლემა უწყლობაა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, წყლის საცავი ნაგებობა აშენდა, მაგრამ დღემდე ვერ მოიძებნა შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც წყალს დაქლორავდა და მოსახლეობას მიაწვდიდა.

ნიკა მელიამ ხაშურიდან ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა.

„ტრაგიკომიკური ვითარებაა ამ კონკრეტულ სოფელში, რომელიც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს უსუსურობას და მავნებლობას ხელისუფლების. წყალი გამოიყვანეს რამდენიმე სოფელში, ააშენეს შესაბამისი შენობა-ნაგებობა, დღეს წყალი არის არა სასმელი, არამედ ტექნიკური, მაგრამ წყალი არ არსი სასმელი ვინაიდან, სპეციალისტი ვერ მოიძიეს, რომელიც პერიოდულობით წყალს დაქლორავს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები