06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სირიის პრეზიდენტი გუთაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს

საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად სირიის პრეზიდენტი გუთაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. ბაშარ ალ ასადი, რომელიც ბოლო დროს ტელეკამერების წინ იშვიათად ჩნდება.

ასადი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ გუთაში გამოცხადებული ზავი და სამთავრობო ძალების ოპერაცია ერთმანეთს ხელს არ უშლის.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საომარ ზონაში არსებული ვითარება უკვე კრიტიკულ ზღვარს გაცდა.

ინტენსიური იერიშების გამო გუთაში ვერც დახმარება შეაქვთ და ვერც ევაკუაციას ახორციელებენ, რასაც გაერო მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯად აფასებს.

გუთა ერთადერთი ანკლავია დედაქალაქთან, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

სამთავრობო ძალები კი მის აღებას 18 თებერვლიდან ცდილობენ, რასაც უკვე 600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის ამბები