06 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ოსკარების 90-ე დაჯილდოება - წლის საუკეთესო ანიმაცია „კოკო“ გახდა

ოსკარების 90-ე დაჯილდოება - ყველაზე მეტ 13-ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი, „წყლის ფორმა“ ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის ფავორიტიც გახდა. ადამიანი ამფიბიისა და დამლაგებლის სიყვარულის ისტორიაზე შექმნილი ფანტასტიკური ჟანრის მელოდრამა მექსიკელი რეჟისორის პირველი ნამუშევარია, რომლისთვისაც მას ოსკარის ქანდაკება გადასცეს.

ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის პრემიის შემდეგ კარიერის განმავლობაში პირველი „ოსკარის“ ქანდაკება ერგო გარი ოლდმანს.

ქალებს შორის ამავე კატეგორიაში გამარჯვებულის ვინაობა. ფრენსის მაკდორმანდმა ფილმ „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“ შვილმკვდარი დედის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კარიერაში მეორე ოსკარი მიიღო.

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ჩილელი რეჟისორის სებასტიან ლელიოს „ფანტასტიკური ქალი“ გახდა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის "ოსკარი" რუსეთის დოპინგ სკანდალზე შექმნილ სურათს ერგო, წლის საუკეთესო ანიმაცია კი „კოკო“ გახდა.

ოსკარის საიუბილეო, რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესში დოლბის თეატრმა უმასპინძლა. რამდენიმე საათიან შოუს წელსაც კომიკოსი ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

დღის ამბები