20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში არ არიან"-ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე 

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ თუ არჩევნები არ გაყალბდა პრეზიდენტი ის გახდება, - ამის შესახებ მან რუსეთის სახელმწფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან.

ამიტომ მუდმივად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ხვდება, რომ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია პრაგმატული და სწორია. ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხმის დათვლისა და კენჭისყრის პროცესის სამართლიანად ჩატარების არ სჯერა, ვინაიდან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსები არჩევნებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

დღის ამბები