20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
უნდათ, გაათრიონ ახლა საკუთარი კანდიდატურა - რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სკანდალზე

„უნდათ, გაათრიონ ახლა საკუთარი კანდიდატურა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ახალი სკანდალის შეფასებისას გააკეთა.

გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრის შერჩევაში მმართველი გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართულები და ახალ კანდიდატად ზაზა შათირიშვილი განიხილება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს სურს საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს.

„უნდათ, გაათრიონ ახლა საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ამ საბჭოში იქნება სტატისტი, ხელის ამწევი და ხელფასს მიიღებს დაუბეგრავს 3800 ლარს თვეში. მაუწყებელი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს, სჯობია, დაიშალოს, ვიდრე ვუყუროთ იმ საცოდაობას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები