20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბოსნია - ჰერცეგოვინაში- მიხეილ ჯანელიძე ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენელებს შეხვდა 

ბოსნია ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას- ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის ფარგლებში საპრეზიდენტო საბჭოს წევრებთან შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივა განიხილა.

„საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინას მტკიცედ უჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას რომელსაც თქვენი ქვეყანა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უწევს. ჩემი პირველი ვიზიტი ევროპასთან დაახლოების გზაზე ბოსნია და ჰერცეგოვინას გამოცდილების შესწავლას ეძღვნებოდა. მოხარულები ვართ თქვენი პროგრესით ამ საკითხში და წარმატებებს გისურვებთ. მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებისთვის. ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს,”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები