06 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
გუთას რეგიონში ჰუმანიტარული მისია შეწყდა

სირიის აღმოსავლეთ გუთას რეგიონში, გუშინ დაწყებული ჰუმანიტარული მისია შეწყდა.

გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით, დამასკოს შემოგარენში მდებარე ქალაქებში, მოსახლეობისთვის საკვები და მედიკამენტები გაიგზავნა.

თუმცა კოლონამ, რომელიც 46 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, რეგიონი უკვე დატოვა. გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო იერიშის დაწყებამდე, ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილის გადაცემა შეძლეს.

დაბომბვებს აღმოსავლეთ გუთაში უკვე 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2 ათასამდე დაჭრილი ამ დრომდე რეგიონში იმყოფება.

დღის ამბები