20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"არის გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა არის გაზრდილი"- შს მინისტრი უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინიტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს შს მინისტრი ეხმაურება.

გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გამო, თუმცა მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება.

გახარიას განცხადებით, იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ დაემუქროს, ის ევროპოლში შეხვედრების გამართვასა და კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს.

,,კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის, რაც ასევე იქნება ძალზედ სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის.

"საკითხი შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზე არ დგას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ინსტიტუციონალურად არ ამოქმედებულა. კიდევ ერთხელ გეუბნებით ხაზგასმით, რომ არის რამოდენიმე ქვეყანაში გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა არის გაზრდილი. თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენც, გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით,"-აცხადებს შს მინისტრი.

დღის ამბები