06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ვაშინგტონი სირიაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საპასუხო იერიშს განიხილავს

ვაშინგტონი ქიმიური იერიშების საპასუხოდ სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას განიხილავს.

,,ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპს სირიაში, აღმოსავლეთ გუთაში, ქლორინის გამოყენების 7 შემთხვევის შესახებ მოახსენეს, პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საპასუხო ზომების ვარიანტები მოსთხოვა.

თათბირი გასულ კვირას გაიმართა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა დონალდ ტრამპს სამხედრო იერიშის გეგმა შესთავაზა.

ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ასეთი ზომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო პენტაგონის ხელმძღვანელი, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ინიციატივა არ დააკმაყოფილა და მაღალჩინოსნებს ვითარებაზე დაკვირვება დაავალა.

დღის ამბები