რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი - პატიმრისგან მიღებულ ინფორმაცია ზვიად კუპრავამ უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
უსაფრთხოების სამსახური „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შედეგ დაინტერესდა.
„შაბათის კურიერში“ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მას ციხიდან ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა. კუპრავას თქმით, მას პატიმარმა უთხრა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს.
„იცნობს კონკრეტულად, ხაჩიროვს და მის ძმას. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაციის დროს მომაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ეს ადამიანი არის მზად, დეტალურად, ინფორმაცია გააცნოს უშიშროების სამსახურს, ის ითხოვს, რომ მასთან შევიდნენ სწორედ ამ სამსახურის წარმომადგენლები,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.