20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე ელოდება 

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კვლავ დუმილს ინარჩუნებს და შვილის ცხედარის გადმოსვენებას ელოდება. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ოჯახს გააჩნია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებაა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცხედარს კვირის ბოლომდე გადასცემენ ოჯახს.

მოლოდინებზე საუბრობს ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი და ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ახლობლებს უახლოეს დღეებში დააბრუნებდნენ.

„უფრო მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ ვფლობ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი და მათ განცხადებაზე დაყრდნობით, მართლაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კვირაში დაუბრუნდება ცხედარი ოჯახს,“ - განაცხადა თინიკაშვილმა.

დღეს ტატუნაშვილების ოჯახში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, არ ფლობენ ინფორმაციას, მოწერა თუ არა საპასუხო წერილი ილია მეორეს რუსეთის პატრიარქმა.

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში დღეს აქცია იმართება გენოციდის წინააღმდეგ. ოკუპირებული რეჟიმი გენოციდში ბრალს დებს ქართულ მხარეს და ისინი ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვენ, ვინც გენოციდში მონაწილეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები