„ჩვენი ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახში გადმოსასვენებლად ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს,“ - ეს განცხადება, გაეროს კოორდინატორმა და განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ოკუპირებულ ახალ გორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ნილს სკოტის თქმით, როდის გადმოსცემენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
„ჩვენი ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახში გადმოსასვენებლად ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ველოდებით ყოველ წუთს, რომ ეს მოხდეს და ასევე დაბრუნდეს ორი დაკავებული მოქალაქე. ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, თუმცა გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება,“ - განაცხადა ნილს სკოტმა.