საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, კომენტარს არ აკეთებს.
თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი2"-ის მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხა და პრესკონფერენციების დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა კონსულტაციები უკვე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ორი კანდიდატი განიხილება, თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, არ დააკონკრეტა , სურს თუ არა, რომ მმართველმა გუნდმა მისი კანდიდატურა დაასახელოს.