„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი,“ - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გააკეთა.
მინისტრი უვიზო მიმოსვლის გაფრთხილებისა და დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.
„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.