20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"ევროპული საქართველო" არასამთავრობოებს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციის შინაარსს აცნობს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საკუთარ მოთხოვნებს „ევროპული საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.  

საპარლამენტო უმცირესობა სამოქალაქო სექტორის წევრებს ფრაქციის სხდომაზე ხვდება და იმ რეზოლუციის შინაარსს აცნობს, რომელიც ქართველი სამხედროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიმუშავეს.

ჯერჯერობით უცნობია, დოკუმენტში ვინ მოხვდება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, რომელზეც „ევროპული საქართველოს“ წევრები საუბრობენ. საბოლოოდ, ეს სია ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაწერონ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სიაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, კანჯიოღლის გვარი შევა.

„არასწორი იქნება თუ ამ სიაში ძალიან ბევრი ადამიანი შევა. ეს იქნება უბრალოდ არაქმედითი სია. ასევე არასწორი იქნება თუ მასში კონკრეტულად მკვლელი შევა. აქ არის საუბარი ადამიანებზე, რომლების გატაცებულები იყვნენ, რომელთა მიმართ იქნა გამოსასყიდი მოთხოვნილი. ამიტომ ასეთი ტიპის ფაქტები უნდა იყოს დადგენილი, ეს ადამიანები უნდა იქნენ ამ სიაში შეყვანილი. ეს არის ამოცანა, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ თუ ისინი ამ ტენდენციაში მონაწილეობას გააგრძელებენ, შელახავენ სიცოცხლისა და თუ სხვა უფლებებს, მაშინ საფრთხე დაემუქრება ამ სიკეთეებს, რომელსაც ისინი იღებენ. ასევე ისინი შეიძლება იყვნენ პასუხისგებაში მიღებულნი არა მარტო ჩვენთან, არამედ ჩვენი პარტნიორების მიერაც“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიებისგან, ექსპერტებისგან, სამოქალაქო სექტორისგან ზეწოლა, რომ ხელისუფლებამ ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

„სხვა რაიმე ზომა, რომელიც ერთი მხრივ, გარკვეულწილად, იცავს ამ ადამიანების უფლებებს და მეორე მხრივ, არ აყენებს მშვიდობას ეჭვქვეშ, სხვა ზომა გარდა ამისა, ჩემი აზრით, არ არსებობს. საჭიროა, დიდი ხანი ზეწოლა, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ექსპერტებისგან, რომ მთავრობამ გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ჯერჯერობით კარგი თვალით არ უყურებს“,- განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დამფუძნებელმა, შოთა უტიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე თანხმობა განაცხადოს.

„თუ გავიხსენებთ პარლამენტის თავმჯდომარის უახლეს ვიზიტს კიევში, როდესაც პოროშენკომ მას შესთავაზა სანქციების სიაში ჩაერთოს საქართველო და ამაზე დუმილს, მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი ღიად დაუპირისპირდებიან რუსეთის ასეთ ქმედებებს,“- განაცხადა „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები