20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ხელისუფლებას ერთადერთი ოპოზიციური საკრებულოს დაშლა სურს - ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ერთადერთი ოპოზიციური საკრებულოს დაშლა სურს. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი წევრები დიპლომატებს შეხვდნენ. საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მათ  დიპლომატიურ კორპუსს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„მართულია ეს პროცესები როგორც უშიშროებასთან, ისე გედი ფოფხაძესთან. სწორედ მისი ამღვრეულია ეს წყალი და მისი მოწყობილია იქ, რაც ხდება. ვითხოვთ, გონიერება გამოიჩინოს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ და ეს საკითხი დაარეგულირონ, დაავალონ თავის მორჩილ მერს, ზღვრულ ფარგლებში მოიმატოს ხელფასი,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილმა.  

საკრებულოს ოპოზიცია ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მერიის თანამშრომლების მოთხოვნას აპროტესტებს. 

„გამოსავალს ვხედავ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას თავის ძალადობრივ რეჟიმზე და უარი თქვას ხელფასებზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე და იზრუნოს მუნიციპალიტეტზე, რაიონზე, ხალხზე“,- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ”ევროპული საქართველოდან, ბაქარ შირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები