06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლება გერმანიას სიერიელი ქურთების ლიდერის დაკავებასა და ექსტრადირებას სთხოვს

თურქეთის ხელისუფლება გერმანიას სიერიელი-ქურთების ლიდერის დაკავებასა და ექსტრადირებას სთხოვს.

საუბარია სირიის " დემოკრატიული გაერთიანების პარტიის " ყოფილ თავმჯდომარე სალეჰ მუსლიმზე, რომელსაც თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერად მიიჩნევს და ანკარაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორად მიიჩნევს.

სალემ მუსლიმი გასულ კვირას ანკარას მოთხოვნით პრაღაში დააკავეს, თუმცა სასამართლომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და დარბაზიდან გაათავისუფლა. ორი დღის წინ ქურთების ლიდერი ბერლინში ეთნიკური ქურთების აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ოფიციალურ ანკარას სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა.

სალეჰ მუსლიმის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა ოფიციალურმა ანკარამ ბერლინს უკვე მეორედ გადაუგზავნა. საკითხს თურქეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში დღევანდელ შეხვედრაზეც განიხილავენ.

დღის ამბები