05 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს - აქცია ოკუპირებულ ცხინვალში

არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს! - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია ოკუპირებულ ცხინვალში.

ოკუპირებულ ცხინვალში აქცია, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ დასრულდა. აქციაზე შეკრებილი 400-მდე ადამიანი გენოციდს აპროტესტებდა.

ისინი აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ უნდა გადაეცეს იმ დრომდე, სანამ ქართული მხარე არ დააბრუნებს 2008 წლის რუსეთის  აგრესიის დროს დაკარგულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.

აქციაზე ასევე აცხადებდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი იყო დივერსიული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც აპირებდა სხვადასხვა დივერსიული აქტების განხორციელებას.

მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოფიციალური განცხადება დღეს არ გაკეთებულა.

დღის ამბები