20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ვინც დააჩოქებს ბორჯომის საკრებულოს, ის მერის მოადგილედ დაინიშნება - გიორგი გიუნაშვილი

"ბორჯომის ოპოზიციური საკრებულო ქართული ოცნების ხელისუფლებას ყელში აქვს გაჩხერილი," - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა ბორჯომის საკრებულოში, გიორგი გიუაშვილმა, ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

გიორგი გიუაშვილის თქმით, ბორჯომში ოპოზიციამ გარკვეული შედეგების მიღწევა მოახერხა.

„ავკრძალეთ მთლიანად კორუფცია, ნეპოტიზმი, უხარისხო მშენებლობები, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძვით ბორჯომის ინტერესებისთვის. ჩვენ გავერთიანდით არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ბორჯომის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გიორგი გიუაშვილმა.

არჩევანის ეთერში გიორგი გიუაშვილმა აღნიშნა, რომ ბორჯომში დაპირისპირების დროს საკრებულოს შენობა ქართული ოცნების წევრებმა დაარბიეს.

გიუაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს საკრებულოს ძალადობრივი დამხობა სურს. გიუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების ზრდას არ მიესალმებიან.

„რატომ აქტიურობს, თუნდაც, ბაკურიანის კორუმპირებული გამგებელი გობრონიძე თუ პეტროსიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, რასაც აკეთებს, მოადგილეობაზეა ლაპარაკი, სუს-ი აპირებს მის მერის მოადგილედ დანიშვნას. ამავე დროს, მეორე ფლანგი აქტიურობს, გედი ფოფხაძის, ბესელიას კამერდინერის, გედი ფოფხაძის ძმა, ბესო ფოფხაძე უნდათ. ეს ორი კლანი ახლა თავის გამოჩენის რიტმში არიან, ვინ უფრო კარგად გამოიჩენ სთავს ცენტრალური ხელისუფლების ირგვლივ, ვინ უფრო გამოაჩენს თავის ძალას, ვინ დააჩოქებს ბორჯომის საკრებულოს, რომ დაინიშნოს მერე მოადგილის თანამდებობაზე,“ - განაცხადა გიუნაშვილმა.

დღის ამბები