20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
პატარა მინიგარქები - ლევან ხაბეიშვილი ბაკურიანის მერზე

„ამ ადამიანის მფლობელობაში არის 100 ათასობით ლარის ქონება. ის ფლობს ბაკურიანში სასტუმროს, ფლობს ბიზნესს, იგი გადაადგილდება, დაახლოებით, 40 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილით,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ბაკურიანის მერთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილი გოჩა გობრონიძეს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მან რამდენიმე ადამიანმა მიწა მისცა, შემდეგ კი ჩუქების პრინციპით უკან დაბრუნება მოსთხოვა.

„მალხაზ რობაქიძე წერს ასეთ რამეს - მე დამიბარა გობრონიძემ 4 მარტს,2016 წელს, ვადასტურებ იმას, რომ კაბინეტში მე და გოჩა გობრონიძე ვსაუბრობდით შემდეგს: გოჩა გობრონიძემ მითხრა, რომ ჩემ მიერ გაფორმებული მიწის ნაკვეთი უნდა დამებრუნებინა უკან ანუ მეჩუქებინა ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამას წერენ რამდენიმე ათეული ადამიანი... ეს წერილი, სადაც გობრონიძე აძალებს, რომ ეს მიწები დააბრუნეთ ახლა უკან არის რამდენიმე ათეული, ამაზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია, ბატონი გობრონიძე გარეთ არის,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის გამგეობის შენობაშია განთავსებული და გამგებელი ადასტურებს, რომ 60 ათას ლარს იხდიან.

„დღეს ვკითხე, 60 ათასი ლარი რომ გადის ბორჯომის ბიუჯეტიდან, ბაკურიანის გამგებელი, რომ ხარ, რატომ არ კითხულობ მეთქი. მართალი ხარ, არ ღირს ამდენი, მაგრამ მე რა ვქნაო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბაკურიანის მერს მათთან საუბრის დროს სუს-ს თანამშრომელი, გიორგი ორთოიძე, ურეკავდა.

„ასეთი ხალხი, რომლებიც ბიუჯეტს აწვებიან წურბელასავით, პატარა მინიგარქები არიან, დააწიოკეს იქაურობა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები