20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მე ამას დავარქმევდი პირდაპირ "კორცხელის სიმპტომს" - სერგო რატიანი ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე

„მე ამას დავარქმევდი პირდაპირ "კორცხელის სიმპტომს“ - ასე აფასებს ევროპულისაქართველოს წევრი, სერგო რატიანი, ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს.

სერგო რატიანმა შსს პოლიტიზირებაში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, ბორჯომში დაპირისპირების დროს პოლიცია არ ჩარეულა დროულად.

„მთელი დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ შენობაში იყო ძალადობა, მე ამას დავარქმევდი პირდაპირ კორცხელის სიმპტომს და ეს პრეცენდენტი იყო, როდესაც თავიდან მიშვებული არიან და ძალადობა დაშვებული არის პოლიციის მხრიდან,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

სერგო რატიანის თქმით, ბორჯომში ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ შს მინისტრის მოადგილეს უნდოდა მასთან დალაპარაკება და მასთან საუბარიც შედგა.

„ვუთხარი, რომ მთელი პასუხისმგებლობა არის თქვენზე, მთელი დღის განმავლობაში ეს იყო განუკითხავი ვითარება იყო ადმინისტრაციულ შენობაში და იყო ძალადობა, თქვენ არ იყავით, მთელი პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ახლა უნდა შემოვიდნენ პოლიციელები და მან თავიდან მითხრა, რომ მე მოვდივარ, ვარ უკვე გორშიო... 5 წუთის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ სამხარეოს უფროსი მოვიდოდა და ის აიღებდა მთელ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები