საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის დარღევა და თბილისის მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები იქნება ბრიუსელში საქართველოს პრეზინდეტის ყველა ოფიცაილური შეხვედრის ერთ-ერთი თემა. გიორგი მარგველაშვილი ბელგიაში დღეს მიემგზავრება. სამუშაო ვიზიტის სხვა კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ხვალ კი საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილავენ. გავრცელებული ინფომრაციით, საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ამ ეტაპზე არ არის. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ საფრთხე რეალურად არ არსებობს.