"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დღეისთვის დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა. მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარისა და მისი წევრების შეხვედრაზე უარი გახდა. სხდომაზე ოპოზიცია მაუწყებლის სამუშაო პროცესსა და ფინანსებზე აპირებდა საუბარს; კითხვები შეეხებოდა რამდენიმე დღის წინ გამართულ საიდუმლო შეხვედრაც. ნაცმოძრაობა საბჭოს წარმომადგენლებს კანონის უპატივცემულობაში ადანაშაულებს, რომლებიც თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ რეგლამენტი მათ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ავალდებულებთ.
"ეს არის კიდევ ერთი ნათელი სურათი იმისა, რომ პარლამენტზე უფრო დიდი ძალა აქვს GDS-ს, რომელიც მართავს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კი ოპოზიციას პასუხობენ და აცხადებენ რომ რეგლამენტის თანახმად შესაძლებელია თანამდებობის პირების დაბარება და ბორდის წევრები არ არიან თანამდებობის პირები.