06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
რუსეთი ბრიტანეთის ბრალდებას, რუსი აგენტის მოწამვლასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სერგეი სკრიპალის მოწამლვაში რუსეთის კვალის შესაძლო არსებობის შესახებ, მოსკოვში უსაფუძვლოს უწოდებენ.

ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ბორის ჯონსონის განცხადებას უპასუხა, რომელიც კრემლს ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის საქმეში მონაწილეობის შემთხვევაში, სანქციებით დაუმუქრა.

მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ყოფილი რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლს-ბერის საავადმყოფოში ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ბრიტანული მედიის ცნობით, მამა-შვილი, სავარაუდოდ, ფენტალინით მოწამლეს.

დღის ამბები