06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა სირიაში - ერთ-ერთი დაღუპული ოფიცერი თბილისში 9 აპრილის აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.

რუსულ მედიაში თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ოფიცრებისა და სამხედრო მოსამსახურეების სია ვრცელდება.

მათ შორის არის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევიც. გავრცელებული ინფომრაციით, სწორედ ერემეევი ხელმღვანელობდა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის სპეცდანიშნულების ბრიგადის ერთ-ერთ შენაერთს, რომელმაც თბილისში მშვიდობიანი აქცია დაარბია.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიაში გუშინ ჩამოვარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები