06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
კოლუმბიაში სამართალდამცველებმა 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ბანანებისთვის განკუთვნილ კონტეინერში იყო დამალული, რომელიც პოლიციამ ერთ-ერთ სატვირთო ტერმინალში აღმოაჩინა.

ტვირთს ბელგიაში გადასატანად ამზადებდნენ. ნარკოდანაშაულთან კავშირში ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ამოღებული კოკაინის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 350 მილიონ ევროს შეადგენს. 

 

დღის ამბები