20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
„პერსპექტივა თუ არ გაჩნდა ამ ქვეყანაში, ადრე თუ გვიან შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება“ - ექსპერტები უვიზო მიმოსვლაზე საუბრობენ

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

გერმანელი მაღალჩინოსნები დღეს შეხვედრას იუსტიციის სამინისტროში გამართავენ. განხილვის მთავარი თემა საქართველოდან არალეგალი მიგრანტების მკაცრი კონტროლია.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენოს.

ქართველი ექსპერტების თქმით, საჭიროა, ხელისუფლებამ კარგად გააანალიზოს რა ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რათა უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ დაემუქროს.

„ანალიზის გარეშე ცალკეული ნაბიჯების გადადგმა მთლიან ეფექტს არ მოიტანს. მეორე რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად რაღაც სახის სამოქმედო გეგმა უნდა დავდოთ, როგორ შეიძლება ამის აღმოფხვრა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდინოთ ამის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.  

ჩვენმა პარტნიორებმა თუ არ ჩათვალეს, რომ საქართველო თავის გასაკეთებელს აკეთებს იმისათვის, რომ მათ პრობლემებია რ შეუქმნათ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას და  შეიძლება მართლა დადგეს საკითხი შეჩერებაზე,“-აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე კი თვლის, რომ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. რუხაძის თქმით, აუცილებელი საქართველოს ხელისუფლებამ სამართალდამცველი უწყებების დონეზე შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან ითანამშრომლოს.  

„საბოლოო ჯამში გამოსავალი მაინც იმაშია, რომ ქვეყანაში ვითარება თუ არ გაუმჯობესდა, ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, პერსპექტივა თუ არ გაჩნდა ამ ქვეყანაში ადრე თუ გვიან შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება“-ამბობს რუხაძე.

დღის ამბები