ბრიუსელში ხვალ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების მინისტერიალი იგეგემება. შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატების საკითხი განიხილება.
ხვალ ცნობილი გახდება, რამდენად რეალურია უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. საკითხი დღის წესრიგში, გერმანიის ინიციატივით დადგება.
მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას.
"დღეს დღის წესრიგში არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუმცა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ჩვენს გერმანელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. თავად ის ფაქტი, რომ გერმანელების მხრიდან იყო გაცხადებული, რომ საქართველო განიხილება უსაფრთხო ქვეყნად, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის თხოვნის განხილვის პერიოდი არის ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს შემდგომი პრევენცია,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.