20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ღამის ეკონომიკის განვითარების ინიციატივა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსა

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ღამის ეკონომიკის განვითარების ინიციატივაზე ისაუბრა. საუბარია სავაჭრო და გასართობი ობიექტების ხელშეწყობაზე, რომელიც ღამის საათებში დედაქალაქის ტერიტორიაზე მუშაობს.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე გახდა.  

„ჩემი მოვალეობა იქნება, რომ დავაკავშიროთ სახელმწიფო სტრუქტურები, კომერციული სტრუქტურები, რათა განვავითაროთ ღამის ეკონომიკა, ხელი შევუწყოთ მცირე, საშუალო ტიპის ბიზნესებს,“- განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები