20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
კრემლი ცდილობს, დაასუსტოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები - ევროპელმა ექსპერტებმა რუსული პროპაგანდის აღკვეთაზე ისაუბრეს

ბრიუსელში მარტენსის ცენტრში პოლიტოლოგებმა, ევროპაში, რუსული პროპაგანდის აღკვეთის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე უკრაინელი პოლიტოლოგის ნაშრომის პრეზენტაციაც გაიმართა.

წიგნში სწორედ რუსეთის ანტიდასავლურ პოლიტიკაზეა საუბარი, რომელიც ექსპერტების შეფასებით მოსკოვმა აგვისტოს ომის შემდეგ გაააქტიურა.

„პუტინი ფიქრობდა რომ, ეს ფერადი რევოლუციები დასავლეთის, კერძოდ კი ამერიკის დადგმული იყო. მისი აზრით ეს ერთგვარი პრაქტიკა იყო, რომ მისი რეჟიმის შესაცვლელად მსგავსი რევოლუცია მოეხდინათ.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, კრემლს სწრაფი გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა. ფიქრობდნენ რომ, თბილისსაც მარტივად აიღებდნენ და აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიების ოკუპირებას მოახდენდნენ. 

ხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვერ შეძლებდნენ საერთაშორისო საზოგადოების და მედიის დარწმუნებას საკუთარი ქმედებების კანონიერებაში. სწორედ მაშინ გადაწყდა მათი დაქვემდებარებული მედიის გარდაქმნა ანტიდასავლური პოლიტიკის გასატარებლად და რუსეთის გასამართლებლად“-განაცხადა წიგნის ავტორმა და ექსპერტმა ანტონ შეხოვცევიმ.

ევროპელი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს პირველ მტრად. მათივე განცხადებით, რუსეთის მთავარი სურვილია დაშალოს ნატოც კი.

ექსპერტი, როლანდ ფრაუნდენშტაინი აცხადებს, რომ სწორედ ევროატლატიკური მიმართულების შესაჩერებლად საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ.

„გრუ საქართველოში საკმაოდ აქტიურია, ეს ერთი. მეორე კრემლმა რომ დაიბრუნოს საქართველოზე მაქსიმალური გავლენა, ცდილობენ დაასუსტონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, თქვენი კავშირები დასავლეთში და ისინი ამას აკეთებენ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აქაც. ისინი ჩვენს საზოგადოებას არწმუნებენ პროპაგანდაში ჩვენი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გამოყენებით. დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თავისუფალი მედია არის პასუხი ამ ყველაფერზე და ის რაც საქართველომ უნდა გააკეთოს,“-ამბობს როლანდ ფრაუდენშტაინი.

დღის ამბები