20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ბოლო ორ თვეში შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის 300 მაძიებელი ჩავიდა - რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 300-მდე მოქალაქემ მიმართა. მან „კურიერთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უვიზო მიმოსვლას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

„2015 წელს მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა შენგენის ზონაში თავშესაფრისთვის. გერმანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში ბევრი ამბობს, მოდით, ჩავკეტოთ საზღვრები და მეტი აღარავინ მივიღოთო. ახლა ასეთი ვითარებაა. თავშესაფრის მაძიებლები პოპულარული აღარ არიან. თუნდაც, 10 ან 15 კაცი საქართველოდან უკვე პრობლემაა, რადგან ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდა ასეთ სტატისტიკას საქართველოდან. ფიქრობდნენ, რომ უკრაინასთან ექნებოდათ პრობლემა. ამიტომ შოკირებული არიან. შვედ ოფიციალურ პირებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოდან  თავშესაფრის 300 მაძიებელი ჩავიდა. სირიის შემდეგ მეორე ადგილზე ხართ. სირიის საკითხი გასაგებია. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს და საომარი ზონაა, მაგრამ რატომ უნდა იყოს საქართველო მეორე ადგილზე და არა ერაყი, ავღანეთი ან ირანი. საქართველო ხომ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევა. ეს ამიტომ უკვირთ ევროპელებს“,- განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკმა.

დღის ამბები