პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. თეონა ჭალიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში თბილისის მერიის მიერ ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების ტენდერთან დაკავშირებით დაიბარეს.
თეონა ჭალიძე გამოძიებას „ახალი საქართველოს“ კვლევის შედეგებს გააცნობს.
„საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების ტენდერს, სადაც „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის კვლევის საფუძველზე გვაქვს ვარაუდი და ეჭვი, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და აქვს მერიაში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი,“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.