20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ენმ თბილისის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლაში ადანაშაულებს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ დღეს კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაცია მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მერია მათ ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ეუბნება, ასევე მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის მიუხედავად, ფრაქციის სხდომაზე მისვლაზე უარს აცხადებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკრებულომ უკვე დაიწყო ახალ რეგლამენტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შევა საკრებულოში დედაქალაქის მერის ყოველწლიური მოხსენების ფორმატში.

„ხედავთ, როგორ ანგრევს "ქართული ოცნება" ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებს და იგივე ხდება თვითმმართველობებში და ბორჯომის ამის კარგი მაგალითი იყო, იგივე ხდება თბილისში და კახი კალაძე ყველანაირად ცდილობს, რომ შეზღუდოს თვითმმართველობის საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ფრაქციის და „ნაციონალური მოძრაობის." ისინი არ დადიან ფრაქციის სხდომაზე, ისინი არ გვაწვდიან არანაირ ინფორმაციას, ცდილობენ რომ ყველაფერი დამალონ, მიჩქმალონ,“ - განაცხადა  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები