20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ათი ათასობით ლარი საჩუქრად ჩინოვნიკებს - 14 კაციან სიაში "ქართული ოცნების" დეპუტატები ლიდერობენ

თანამდებობის პირები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს. ჩინოვნიკების 14 კაციან სიას "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი ლიდერობს.  კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" თანამდებობის პირების დეკლარაციებზე დაყრდნობით მოამზადა. 

დავით მათიკაშვილის ანგარიშზე სოლიდური თანხა 2016 წელს ჩაირიცხა. 120 ათასი ამერიკული დოლარი საჩუქრად მამისგან მიიღო.

მამამ აჩუქა სოლიდური თანხა კიდევ ერთ დეპუტატს - ნინო წილოსანმა მშობლისგან გასულ წელს 100 000 ლარი მიიღო.

სიის სათავეშია საქართველოს პრემიერ მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც მჩუქებელი მამაა. პრემიერს, 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 145 ათასი ლარი აქვს მიღებული. თანხის გარდა, კვლევაში მოხვდა სხვა ფასიანი საჩუქრებიც. მაგალითად ირაკლი სესიაშვილს 12 900 დოლარის ღირებულების აქციები მეუღლის ნათესავმა აჩუქა.

14 კაციან სიაში დეპუტატები, მთავრობის წევრები და მოსამართლეები მოხვდნენ.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" კორუფციულ რისკებზე საუბრობენ, რომელსაც მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება შეიცავს.

კვლევის ავტორები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კიდევ ერთ ჩინოვნიკი, რომელიც კვლევაში მოხვდა, ბაღდათის გამგებელია. 

დღის ამბები