20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მიგრაციის შეჩერება საქრათველოდან და ტატუნაშვილის საქმე - პრეზიდენტი ბრიუსელში მთავარ თემებზე ისაუბრებს

რას გეგმავს მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლება - ამის შესახებ განმარტებების გაკეთება ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს. გიორგი მარგველაშვილი მზად არის ყველა შეხვედრა ამ საკითხზე საუბარს დაუთმოს. ევროკომისიაში, ევროსაბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტი პარტნიორებს ინფორმაციას რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებაც მიაწვდის. 

დღის ამბები