"პატრიოტთა ალიანსის“ წევრის კონსტანტინე მორგოშიას ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წევრებს საქართველოს დაკავებული ორივე მოქალაქისთვის ჩამორთმეული დოკუმენტები გუშინ უნდა დაებრუნებინათ.
გვიან ღამემდე გაგრძელდა კონსტანტინე მორგოშიას სატელეფონო კომუნიკაცია ოკუპირებულ ცხინვალთან. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაკავებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოუშვებენ.
„უკვე მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია ნებაყოფლობით. თავისთავად ცხედრის გადმოსვენებაზეც გვქონდა კითხვები, რამდენიმე დღეში ექსპერტიზა დასრულდება და ცხედარს გადასცემენ წითელი ჯვრის მეშვეობით ოჯახს,“-ამბობს მორგოშია.