06 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
3 დაჭრილი და ერთი დაშავებული - თავდასხმა ვენაში

ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ვენის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს და 3 ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მეორე თავდასხმა, ნახევარი საათის შემდეგ, ახლომდებარე სადგურზე მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით ჭრილობები ამჯერადაც გამვლელს მიაყენა.

სამართალდამცველებმის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია ავღანეთის მოქალაქე. ამ ეტაპზე გამოძიება დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები